დავითაშვილის „ბორდოს“ მატჩი შეჩერდა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „როდეზთან“ „ბორდოს“ მატჩი შეწყდა. მიზეზი გულშემატკივარი გახდა, რომელიც სტუმართა ფორვარდს ეჩხუბა და ტრავმა მიაყენა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლ „ბორდოს“ სამი ქულა სჭირდებოდა, მაგრამ ანგარიში აუტსაიდერმა „როდეზმა“ 23-ე წუთზე ლუკას ბუადესის გოლით გახსნა.
ამის შემდეგ კი სტუმართა თავდამსხმელს ტრიბუნიდან გულშემატკივარი შეუვარდა და დაარტყა, რის გამოც მსაჯმა თამაში დროებით შეაჩერა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო 38 ტურის სხვა ყველა შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა, „ბორდო“-„როდეზის“ მატჩი კი გაგრძელდება თუ არა, ჯერ გაურკვეველია.