დავითაშვილის „ბორდო“ „ბასტიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
დავითაშვილის „ბორდო“ „ბასტიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ კორსიკაზე „ბასტიას“ ესტუმრა და კიდევ ერთი მტკივნეული მარცხი განიცადა – 1:3.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 73 წუთი ითამაშა. შეხვედრამდე მეტოქეები აუტსაიდერთა ზონაში იმყოფებოდნენ და მოგებით დაწინაურებას შეძლებდნენ.

„ბორდომ“ პირველი ტაიმი სრულად ჩააგდო. „ბასტიამ“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და მე-9 წუთზე ანგარიში ბენჟამინ სანტელიმ გახსნა. მე-18 წუთზე ფლორიან ბონერტიმ მასპინძლების უპირატესობა გაზარდა.

მეორე ტაიმში „ბორდოს“ ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა: 65-ე წუთზე დავითაშვილი კარის წინ აღმოჩნდა, წააქციეს და პენალტს სამართლიანად ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა, სამ წუთში კი სანტელიმ დუბლი შეასრულა.

78-ე წუთზე „ბორდოს“ თავდამსხმელმა ჯერემი ლივოლანიმ სხვაობა შეამაცირა, მაგრამ სტუმრებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს და 13 ტურის შემდეგ 12 ქულით აუტსაიდერთა ზონაში, მე-17 პოზიციაზე დაქვეითდნენ.