დავითაშვილის ასისტმა „ბორდოს“ ვერ უშველა #1TVSPORT
დავითაშვილის ასისტმა „ბორდოს“ ვერ უშველა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ამან „ოსერთან“ საშინაო შეხვედრაში ვერ გადაარჩინა „ბორდო“, რომელიც 2:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ბორდომ“ ანგარიში მისი მონაწილეობით გახსნა. 26-ე წუთზე დავითაშვილმა ფლანგიდან საჯარიმოში პედრო დიასი მოძებნა, რომელმაც „ოსერის“ კარი აიღო.

ლიგა 1-დან წელს დაქვეითებულმაოსერმა“ „ბორდოს“ გახარება არ დააცადა. 33-ე წუთზე ჟუბალიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში ფლორიან აიემოსერი“ დააწინაურა და სტუმრებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.

მეორე ტაიმში „ბორდო“ შეტევაში დიდი ძალებით წავიდა და დაცვა მოაშიშვლა. ამით „ოსერმა“ კარგად ისარგებლა და უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. გოტიე ჰეინიმ (56) მასპინძლებს მესამე გოლი გაუტანა, ხოლო ფლორიან აიემ (60) დუბლი შეასრულა.

79-ე წუთზე დავითაშვილს გოლის გატანის მშვენიერი შანსიც ჰქონდა. ქართველი შემტევი კონტრშეტევაზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. 83-ე წუთზე კი ალბერტ ელისმა თავისი შანსით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა 2:4.

ამ წაგების შემდეგ „ბორდო“ 6 ქულით დარჩა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა, „ოსერი“ კი მესამე პოზიციაზე დაწინაურდა.