დავითაშვილი  მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა - „ბორდომ“ მეორე ადგილი დაიბრუნა #1TVSPORT
დავითაშვილი  მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა - „ბორდომ“ მეორე ადგილი დაიბრუნა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი მატჩი „გენგამთან“ გამართა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 1:0.

29-ე ტურის შეხვედრაში მეათეადგილოსან „გენგამს“ ქართველის გუნდი გასვლაზე დაუპირისპირდა. ზურიკო დავითაშვილი ამჯერად „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო.

სტუმრებისთვის თამაში სასურველი სცენარით დაიწყო. 21-ე წუთზე ჯოშ ბაიას გადაცემით ისინი ფრანსერჟიომ დააწინაურა და საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდმა ტაიმი 1:0 მოიგო.

ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. დამატებულ წუთებზე ქართველმა კონტრშეტევა განავითარა და თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ალიუ ბაჯიმ ამ შესანიშნავი შანსით ვერ ისარგებლა.

„ბორდომ“ (50 ქულა) საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურის შემდეგ 53 ქულა დააგროვა, გიორგი მიქაუტაძის  „მეცს“ (51) ისევ გადაასწრო და მეორე ადგილზე აღზევდა.