„ბორდოს“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივრები ირჩევდნენ. სულ სამი ნომინანტი დასახელდა – „დიჟონის“ თავდამსხმელი ლუმ ჩაუნა, „ლავალის“ განელი შემტევი დემბო სილა და „ბორდოს“ ქართველი ლეგიონერი.
ზურიკომ მაისში „ბორდოს“ შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, ორ მატჩში გუნდის მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და სამჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
გამოკითხვაში დავითაშვილი თავიდანვე ლიდერობდა და საბოლოოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) – 53.0%
დემბო სილა („ლავალი“) – 29.8 %
ლუმ ჩაუნა („დიჟონი“) – 17.2%