დავითაშვილი ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია - ქართველი გამოკითხვაში ლიდერობს #1TVSPORT
დავითაშვილი ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია - ქართველი გამოკითხვაში ლიდერობს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესო მოთამაშეთა ნომინაციაში მოხვდა, რომელსაც გულშემატკივრები აირჩევენ, – ინფორმაციას ლიგა 2-ის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„დროა ავირჩიოთ მაისის თვის მოთამაშე“ – წერია ლიგა 2-ის ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე, სადაც სულ სამი მოთამაშეა დასახელებული – „დიჟონის“ თავდამსხმელი ლუმ შაუნა, „ლავალისგანელი შემტევი დემბო სილა და „ბორდოს“ ქართველი ლეგიონერი.

გამოკითხვაში დავითაშვილი ლიდერობს. ზურიკომ მაისში „ბორდოში“ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, ორ შეხვედრაში გუნდის მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და სამჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) – 53.6%

დემბო სილა („ლავალი“) – 34.3%

ლუმ შაუნა („დიჟონი“) – 12.1%

ხმის მიცემა ხუთშაბათამდე, 1-ელი ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობა შესაძლებელია ბმულზე https://twitter.com/Ligue2BKT/status/1663571285253804033.