დავითაშვილი ძირითადში არ იყო - მწვრთნელის თქმით, მისი კონკურენტი კარგ ფორმაშია
დავითაშვილი ძირითადში არ იყო - მწვრთნელის თქმით, მისი კონკურენტი კარგ ფორმაშია

რუსეთის პრემიერლიგის განახლების მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ ჩინებულად ჩაატარა. 23-ე ტურის შეხვედრაში ყაზანის „რუბინის“ 19 წლის ქართველმა შემტევმა გასვლაზე უშუალო კონკურენტ ეკტერინბურგისურალთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1) გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ამჯერად არ იყო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ზუკა დავითაშვილი – 19 წლის მოთამაშე მოედანზე მხოლოდ 67-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა და მეორე გოლის ავტორი სოლტმურად ბაკაევი შეცვალა.

მატჩის შემდეგ ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის მატჩის შეფასება და საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს და მან დავითაშვილის ძირითად შემადგენლობაში არდაყენების შესახებაც ილაპარაკა.

„რა თქმა უნდა, დღეს მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ კვარაცხელია იყო. რთული მატჩი გამოგვივიდა, რომელიც საბოლოოდ დიდი ძალისხმევით მოვიგეთ. უკავშირდება თუ არა ბაკაევის ძირითადში მოხვედრა დავითაშვილთან შედარებით მის უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობას? ბაკაევმა მთელი მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა“, – ამბობს ლეონიდ სლუცკი.