დავითაშვილი „არსენალთან“ თამაშს გამოტოვებს - ნახეთ ვიდეოჩანაწერში, ეს არ იყო სიმულაცია
დავითაშვილი „არსენალთან“ თამაშს გამოტოვებს - ნახეთ ვიდეოჩანაწერში, ეს არ იყო სიმულაცია

ვოლგოგრადის „როტორი“ რუსეთის პრემიერლიგაში წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება – გუნდი მატჩს ოთხშაბათს, 16 დეკემბერს, ტულას „არსენალის“ წინააღმდეგ საკუთარ არენაზე გამართავს.

ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო შეხვედრას „როტორის“ ორი ლიდერი გამოტოვებს, ნახევარმცველები ოლეგ ალეინიკი და ზურიკო დავითაშვილი. „როტორის“ ქართველი ლეგიონერი „უფასთან“ მოგებული მატჩის (1:0) 81-ე წუთზე საჯარიმოში წაიქცა, რაც არბიტრმა სიმულაციად ჩათვალა.

მიღებული გაფრთხილების შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა და კატეგორიულად უარყო, რომ ეს სიმულაცია იყო.

„ამ მომენტის შემდეგ, მსაჯს ვუთხარი, რომ ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა, რადგან ფეხი საკუთარ ფეხს წამოვდე და დავეცი. ეს მატჩის ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს. ეს არ იყო სიმულაცია და იმედი მაქვს, რომ ამ ყვითელ ბარათს გააუქმებენ“, – წერს ზურიკო დავითაშვილი.

„დავითაშვილი დიდი სიჩქარით შევარდა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ გაზონის უსწორმასწორობის გამო დაეცა. შეიძლება, მოთამაშის გაფრთხილების გაუქმების საკითხი რუსეთის საფეხბურთო კავშირის საექსპერტ-სამსაჯო კომისიის შეხვედრაზე განიხილონ. ოღონდ იმ პირობით, თუ ვოლგოგრადის კლუბი კომისიას განცხადებით მიმართავს“, – წერს ვოლგოგრადული მედია.