დავით ზილფიმიანი - ერთმა დეპუტატმა მეორეს უთხრა, არაკაცოო, მეორემ - ნაბიჭვაროო, პარლამენტი ასე არ უნდა მუშაობდეს
დავით ზილფიმიანი - ერთმა დეპუტატმა მეორეს უთხრა, არაკაცოო, მეორემ - ნაბიჭვაროო, პარლამენტი ასე არ უნდა მუშაობდეს

ერთმა დეპუტატმა მეორეს უთხრა, არაკაცოო, მეორემ – ნაბიჭვაროო, პარლამენტი ასე არ უნდა მუშაობდეს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.

„სამარცხვინო სიტუაციაა. უდიდესი სირცხვილია, კომიტეტის სხდომაზე რაც მოხდა. ამ გარემოში აკადემიურობას აღარ ვთხოვ, მაგრამ ელემენტარული ზრდილობის დაცვა ყველას ვალდებულებაა.

კომიტეტის სხდომაზე იყო დაპირისპირება, ერთმა დეპუტატმა მეორეს უთხრა, არაკაცოო, მეორემ კი, უპასუხა ნაბიჭვაროო. პარლამენტის ასე არ უნდა მუშაობდეს, ყოვლად მიუღებელია ასეთი მიმართვები“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა, რატომ არ მობრძანდება კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრი. ამაზე „ქართული ოცნების“ კლასიკური პასუხი იყო, რომ ჩვენ რეგლამენტის კითხვა არ ვიცით. მათგან შეურაცხყოფა ისეა, როგორც გამარჯობის თქმა. მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვ,ი ერთ-ერთმა დეპუტატმა ხელი ამიქნია. ვუთხარი, რომ ასეთი ჟესტებით საუბარი ეთიკური არ არის. მან კი მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი. ეთიკის კომიტეტის წევრი ვარ და შესაბამის რეაგირებას ვითხოვ“, – განაცხადა მამულაშვილმა.