დავით ზილფიმიანი - 2012 წელს „სტერეო პლუსის“ დარბევის საქმეზე, წინა კვირაში დაზარალებულად გვაღიარეს
დავით ზილფიმიანი - 2012 წელს „სტერეო პლუსის“ დარბევის საქმეზე, წინა კვირაში დაზარალებულად გვაღიარეს

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2012 წელს „სტერეო +“-ის დარბევის საქმეზე გააკეთა განცხადება.

„მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, როგორც პოზიციიდან, ისე ოპოზიციიდან, გულშემატკივრობთ იმ ფაქტს, რომელიც 2012 წელს „სტერეო +“ ის დარბევა იყო, ცხრა წელიწად-ნახევარი გავიდა და წინა კვირაში, როგორც იქნა, პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ გვაღიარეს დაზარალებულად, რაც უფლებას მოგვცემს გამოძიების პროცესში ჩავერთოთ.

გადაცდომების და დანაშაულების შენიღბვა, კიდევ უფრო მეტ აგრესიას და მეტ ნეგატივს იწვევს, ამისი მაგალითი იყო გუშინდელი დღეც, იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ნებართვის გარეშე შემოდგომაზე ხის ფოთოლიც ვერ ჩამოვარდებოდა, ვისი დავალებით მიიყვანეს, შინაგან საქმეთა ძალები კომპანიის დასარბევად? ერთი მხრივ შემსრულებლები, რომლებმაც მგლების ფორმებში გადაცმულებმა მოახერხეს კომპანიის სრული დარბევა და მეორე მხრივ არ აღიარება იმის, რომ ვიღაცისგან მოდიოდა ეს ბრძანება, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რადგან პირველი ნაბიჯი გადაიდგა, იქნებ ამ საქმემ მომავალ წელს სინათლე ნახოს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.