დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ დავით ზალკალიანი „ტვიტერში“ წერს.
„შესანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ.
აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“, – წერს დავით ზალკალიანი.
Great 2 discuss W @SecBlinken security situation in 🇬🇪& region, our partnership& 🇬🇪’s democratic consolidation. 🇺🇸steadfast support 2 🇬🇪’s TERR integrity & our Euro-Atlantic integration is crucial& remains strong. Looking fwd 2 working closely W Biden Admin 4 stronger partnership pic.twitter.com/uwWe3zn6xV
— David Zalkaliani (@DZalkaliani) April 13, 2021