დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში ორ ქვეყანაში არსებული ვითარება, მთავრობების მიერ გატარებული ზომები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, ასევე გამოხატეს ერთმანეთის მიმართ მადლიერება ამ რთულ პერიოდში გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის პროცესში.

ამასთან, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, რეგიონალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას, მიულოცეს ერთმანეთს დამოუკიდებლობის დამდეგი დღესასწაულები, რომელსაც საქართველო 26 მაისს, ხოლო აზერბაიჯანი 28 მაისს აღნიშნავს.