დავით ზალკალიანი – ვიმედოვნებ, პომპეოს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს

20:48, 17.11.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს“, – წერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი დღეს დაიწყო.

მსგავსი