დავით ზალკალიანი შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

17:18, 21.04.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. დავით ზალკალიანმა განცხადება „ტვიტერით“ გაავრცელა.

„მკაცრად ვგმობთ ყველა ფორმის ძალადობას. ჩვენი სიმპათიები მინდა გამოვხატო შრი-ლანკის ხალხის მიმართ და მივუსამძიმრო დაღუპულების ნათესავებს“, – წერს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიას ბოლო მონაცემებით 185 ადამიანი შეეწირა.

მსგავსი