დავით ზალკალიანი - საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია
დავით ზალკალიანი - საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია

საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ ამ პოლიტიკის განხორციელებაში თანმიმდევრული ვართ, რომელიც არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ.

ვფიქრობ, ყველა მეზობლის ინტერესში უნდა იყოს, რომ მისი მეზობლის – საქართველო მაქვს მხედველობაში, სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციონალურად და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მდგრადი იყოს. ეს მთლიანად რეგიონში იქნება უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს აქტოვობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს.