დავით ზალკალიანი - საქართველო ერთგულად მისდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ დასახულ მიზნებს
დავით ზალკალიანი - საქართველო ერთგულად მისდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ დასახულ მიზნებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ 11 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით დასკვნითი დოკუმენტი მიიღო, რომელიც შეფასებას აძლევს მის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს სახავს.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირადი გვერდზე გამოეხმაურა.

„მივესალმებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნას აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც ადასტურებს, როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით“, – წერს ზალკალიანი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, „საქართველო ერთგულად მისდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ დასახულ მიზნებს და იზიარებს მოწოდებას, რომ ეს პოლიტიკა გახდეს მეტად ამბიციური“.

„ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ სამიტს“, – წერს დავით ზალკალიანი.