დავით ზალკალიანი - სენატში დოკუმენტის დამტკიცებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში ვიწრო პარტიული ინტერესები შემოეტანათ
დავით ზალკალიანი - სენატში დოკუმენტის დამტკიცებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში ვიწრო პარტიული ინტერესები შემოეტანათ

საბოლოო ვერსიამ, რომელიც დამტკიცდა სენატში, წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერთობაში, – ასე ეხმაურება საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას.

„სენატის მხრიდან თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცება ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

საკანონმდებლო აქტში საქართველო არის განსაკუთრებულად გამოყოფილი რეგიონში, რომელსაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.

სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები თავდაპირველად არსებული სხვადასხვა შესწორების გამოყენებას შეეცადნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით. საბოლოო ვერსიამ, რომელიც დღეს დამტკიცდა სენატში, წერტილი დაუსვა ამ სპეკულაციებს და მათ მცდელობას, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერთობაში.

მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ასე იქნება მომავალშიც, რადგან ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის შეუქცევადი, ის არის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი