დავით ზალკალიანი – ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის პროგრესს ინტეგრაციის გზაზე

12:42, 01.12.2021

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას და პროგრესს ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მოხარული ვარ მოკავშირეებს შორის ყოფნით. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობასა და პროგრესს ინტეგრაციის გზაზე.

დიდი მადლობა ლატვიას მასპინძლობისთვის და ალიანსის მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

მსგავსი