დავით ზალკალიანი - მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთთან ფრენები მალე განახლდება
დავით ზალკალიანი - მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთთან ფრენები მალე განახლდება

მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთთან ფრენები მალე განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ ის მომენტი, რომელიც ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება“.

„ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველო ამისთვის ყველანაირად მზად არის“, – განაცხადა ზალკანიანმა პესკოვის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას.

„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ პროცესი მალე განახლდება. ჩემი პოზიცია საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ამის შესახებ მე განვაცხადე ასევე ნიუ იორკში შეხვედრაზე. რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება ეს არის ის მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს დეესკალაციას“, -განაცხადა ზალკანიანმა.

დატოვე კომენტარი