დავით ზალკალიანი - მადლობა ჟოზეფ ბორელს, კიბერთავდასხმების შედეგების შემცირება მხოლოდ თითოეულ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით არის შესაძლებელი
დავით ზალკალიანი - მადლობა ჟოზეფ ბორელს, კიბერთავდასხმების შედეგების შემცირება მხოლოდ თითოეულ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით არის შესაძლებელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ჟოზეფ ბორელს. კიბერთავდასხმების შედეგების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია მხოლოდ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის აღიარებისა და თითოეულ ქვეყანაში მისი გაძლიერების გზით“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელიმ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გმობს საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ გააძლიეროს კიბერმედეგობა.

დატოვე კომენტარი