დავით ზალკალიანი კიევსა და ოდესაში მომუშავე ქართველ დიპლომატებს მამაცობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის
დავით ზალკალიანი კიევსა და ოდესაში მომუშავე ქართველ დიპლომატებს მამაცობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კიევსა და ოდესაში მომუშავე ქართველ დიპლომატებს მამაცობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის.

„ქართველი დიპლომატები კიევსა და ოდესაში!

თქვენს გვერდით ვარ მსოფლიოსთვის ამ ურთულეს მომენტში!

მადლობა მამაცობისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის!

კიევში ყოფნით თქვენ არა მარტო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უცხადებთ მხარდაჭერას, არამედ მათ შორის იცავთ თქვენი სამშობლოს – საქართველოს თავისუფლებას!“ – წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“.