დავით ზალკალიანი აშშ-ში პოლონეთის ელჩს შეხვდა
დავით ზალკალიანი აშშ-ში პოლონეთის ელჩს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ში პოლონეთის ელჩ მარეკ მაგიეროვსკის შეხვდა.

როგორც „ფეისბუქში“ დავით ზალკალიანის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და პოლონეთის ურთიერთობების პრიორიტეტები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება. მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა და გამოხატეს რწმენა რომ ეს მალე განხორციელდება.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია პოლონეთის ურყევი მხარდამჭერისთვის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმსწრაფებების მიმართ. ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს წინაპირობების შესასრულებლად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიზნით.