დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები გაირკვა.
ნახევარფინალში გასვლა „სამტრედიამ“, გორის „დილამ“, „იბერიამ“ და ბათუმის „დინამომ“ შეძლეს. აღნიშნული ეტაპის მატჩები 30 ოქტომბერს გაიმართება – თამაშებს სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძე არენა“ და თბილისის „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებენ.
საქართველოს თასის ნახევარფინალები:
ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი
„სამტრედია“ – გორის „დილა“
14:00. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე არენა“
„იბერია“ – ბათუმის „დინამო“
19:00. თბილისი. „მიხეილ მესხი არენა“