დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | ყველა მერვედფინალისტი ცნობილია - „სამტრედია“ და „გონიო“ გავარდნენ #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | ყველა მერვედფინალისტი ცნობილია - „სამტრედია“ და „გონიო“ გავარდნენ #1TVSPORT

საქართველოს თასზე 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასული ყველა გუნდი გაირკვა – დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის მთავარი პრიზისთვის ბრძოლას ეროვნული ლიგის კიდევ ერთი კლუბი, „სამტრედია“ გამოეთიშა.

სამაგიეროდ, მომდევნო ეტაპზე გავიდა „საბურთალო“, რომელმაც ლანჩხუთში „გურია“ 4:0 დაამარცხა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა გიორგი კოხრეიძემ (5), გუნდის კაპიტანმა იური ტაბატაძემ დუბლი (44, 45+1) შეასრულა, ერთიც პენალტით ლუკა სილაგაძემ (82) გაიტანა.

გათამაშებიდან გამოვარდა ეროვნული ლიგის მეოთხელიგელი „გონიო“, რომელიც ეროვნულ ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელებით იმიტომ დაკომპლექტდა, რომ თასის ფინალში გასულიყო, მაგრამ ასევე მეოთხე ლიგის „ბეთლემთან“ დამარცხდა.

1/16-ფინალი

ვიტ ჯორჯია 2 – კოლხეთი (ხობი) 0:4

გურია – საბურთალო 0:4

შუქურა 2 – მეშახტე 1:2

გარეჯი – მერანი (თბილისი) 4:1

სიონი – სამტრედია 4:1

ბეთლემი – გონიო 1:0

უკვე ცნობილია საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები:

ბეთლემი – კოლხეთი (ფოთი)

კოლხეთი (ხობი) – სამგურალი

სპაერი – ტორპედო

გარეჯი – დილა

სიონი – დინამო (ბთ)

ირაო – მეშახტე

თელავი – საბურთალო

დინამო (თბ) – ლოკომოტივი

თამაშები 29-30 ივლისს გაიმართება.