დავით ყიფიანი 69 წლის გახდებოდა - როგორ იხსენებს პლატინი კავკასიელ ჯადოქარს (ვიდეო)
დავით ყიფიანი 69 წლის გახდებოდა - როგორ იხსენებს პლატინი კავკასიელ ჯადოქარს (ვიდეო)

დღეს, 18 ივნისს, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ ათიანსა და საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, დავით ყიფიანს, 69 წელი შეუსრულდებოდა.

დავით ყიფიანი

დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს თბილისში

გარდაიცვალა 2001 წლის 17 სექტემბერს (50 წლის)

სიმაღლე 184 სმ

პოზიცია გამთამაშებელი (შემტევი ნახევარმცველი)

პროფესიული კარიერა

1968 თბილისის “ლოკომოტივი” 1 (0)

1969 თბილისის “დინამო” 0 (0)

1970 თბილისის “ლოკომოტივი” 28 (3)

1971-1982 თბილისის “დინამო” 246 (79)

სანაკრებო კარიერა

სსრკ ახალგაზრდული ნაკრები

1976 სსრკ ოლიმპიური ნაკრები 2 (2)

1974-1981 სსრკ ნაკრები 19 (7)

სამწვრთნელო კარიერა

1984-1985 თბილისის “დინამო”

1988 თბილისის “ლოკომოტივი”

1988 თბილისის “დინამო”

1990 თბილისის “დინამო”

1992-1993 ნიქოზიას “ოლიმპიაკოსი”

1995-1997 თბილისის “დინამო”

1997 საქართველოს ნაკრები

1998 მეხელენის “რასინგი”

1998 იაროსლავლის “შინიკი”

1999-2001 ქუთაისის “ტორპედო”

2000-2001 საქართველოს ნაკრები

ტიტულები

მონრეალის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 1976

ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976)

სსრკ-ის ჩემპიონი: 1978

ვერცხლის პრიზიორი: 1977

ბრინჯაოს პრიზიორი: 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (ზაფხული), 1981

სსრკ-ს თასის მფლობელი: 1976, 1979

ევროპის თასების თასის მფლობელი: 1981

33 საუკეთესოთა შორის 8-ჯერ დაასახელეს, 1977 და 1978 წლებში – პირველ ნომრად.

სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი: 1978

თამაშები ევვროთასებზე – 35 მატჩი, 10 გოლი

გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი – 115 გოლი

დავით ყიფიანის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. ჩვენ ბევრისთვის უცნობ ფრაზებს გავიხსენებთ, რომელიც ნათლად ასახავს, თუ ვინ იყო დავით ყიფიანი საქართველოსთვის – არა მხოლოდ ფეხბურთელი, არამედ, კომუნისტურ პერიოდში საბჭოეთში ქართველების წარმატებისთვის მეომარი ქართველი კაცი.

ლეგენდარულ ინგლისელ მოთამაშეს, კევინ კიგანს იმ ფეხბურთელებისგან სთხოვეს სიმბოლური ნაკრების შედგენა, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია და პლატინის, კემპესის და როსის გვერდით ყიფიანი დაასახელა. (იტალია)

მიშელ პლატინი: როცაიუვენტუსშიგადავდიოდი, „სენტეტიენსჩემს მაგივრად ყიფიანის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა. დიდი, მსოფლიოს მასშტაბის ფეხბურთელი იყო”.

2009 წელს, რუსულ „სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში, ზიკომ ჟურნალისტის ჰკითხეს, ახსოვდა თუ არა საბჭოთა ნაკრებთან შეხვედრები.

საბჭოთა ნაკრებთან შეხვედრება ვერ იხსენებს, მაგრამ კარგად მახსოვს მატჩი თბილისიდინამოსთან”, სადაც შესანიშნავი დავით ყიფიანი თამაშობდა – უპასუხა „თეთრ პელედ“ მონათლულმა ბრაზილიური ფეხბურთის ექს-ვარსკვლავმა.

ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილ უტკინი: „1982 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. ენითაუწერელი სამწვრთნელო გადაწყვეტილებების გაგება ვისწავლე. მაგრამ რატომ ვერ წავიდა ყიფიანი ესპანეთის მუნდიალზე, ეს აუხსნელი იყო მაშინაც და ახლაც. მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ დაესაბუთებინა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა. ბიჭებო, ზიკო უბრალოდ დაისვენებდა, მარადონა, ალბათ, ისწავლიდა, პიერ ლიტბარსკი იოცნებებდა, რომ მას და არა დარასელიას მისდიოდა ეს პასები. სოკრატესი, უბრალოდ, ხელებს გაასავსავებდა”.

ესპანელმა ჟურნალისტმა მარიანო ხესუს კამაჩომ დავით ყიფიანს “კავკასიელი ჯადოქარი” უწოდა და 1980 წელს, კადისის ტურნირზე “დინამოსა” და “ფლამენგოს” დაპირისპირება გაიხსენა.

კადისის ტურნირი 1955 წლიდან ტარდებოდა და უდიდეს ვარსკვლავებს უთამაშიათპელეს, კუბალას, დი სტეფანოს, პუშკაშს, კრუიფს, ზიკოს, რომარიოს, ხენტოს, ადემირს. კადისელი ბავშვები მის მოლოდინში ვცხოვრობდით, რომ ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ვიხილავდით. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ქართველი დავით ყიფიანინამდვილი აღმოჩენა, რომელმაც 1980 წელს გენიალურობითა და სიდიადით კადისელი გულშემატკივრების გული დაიპყრო. 30 აგვისტოს, “ფლამენგოთბილისისდინამოსეთამაშებოდა და სტადიონზე იმ იმედად მივედით, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავებით დამტკბარიყავითმაშინ ზიკო, მარინიო, ტიტა, ჟუნიორი და კომაპანია ბრწყინავდნენ. მაშინ ცოტა რამ ვიცოდით საბჭოელებზე თბილისისდინამოდან”, რომლებიც, სინამდვილეში, ქართველები იყვნენ. ამ დროს, ვიხილეთ გუნდი, რომელიც ბრაზილიელებს კავკასიის მთებივით გადაეღობნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები დაგვტოვეს. განსაკუთრებით, რამაზ შენგელიას და დავით ყიფიანის თამაშმა მოგვხიბლა. ეს დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა, სპექტაკლი კი ორმა 10 ნომერმა დადგა, ბრაზილიელმა ზიკომ და საბჭოელმა ყიფიანმა, კავკასიელმა ჯადოქარმა და გენიალურმა 10 ნომერმა“.

დატოვე კომენტარი