დავით ყიფიანი - 68
დავით ყიფიანი - 68

„დინამოს“ ლეგენდარული ათიანი, დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს თბილისში დაიბადა. მან „დინამო“ თბილისში 1971-1982 წლებში იასპარეზა და 351 ჩატარებულ შეხვედრაში 126-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

დავით ყიფიანი სსრკ-ის ჩემპიონი, ბროლის თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია, რომელმაც ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში.

ყიფიანს „დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელის რანგში მოპოვებული აქვს ჩემპიონის ექვსი ტიტული, სამი თასი და ორი სუპერთასი.

საქართველოს თასი „დინამოს“ ლეგენდარული ათიანის სახელს ატარებს. დავით ყიფიანი დღეს 68 წლის გახდებოდა.