დავით წიკლაური ევროპის კრივის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
დავით წიკლაური ევროპის კრივის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ევროპის კრივის ფედერაციის (EUBC) აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. გენერალურ ასამბლეას მოსკოვმა უმასპინძლა, რომელსაც საქართველოდან დავით წიკლაური და თბილისის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, ბაკურ გოგოჭური ესწრებოდნენ. ევროპის კრივის ფედერაციის აღმასკომის წევრად არჩეული დავით წიკლაური მომავალში ყველა ოფიციალურ შეკრებაზე იქნება მიწვეული და ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს.

ქართული კრივის ისტორიაში საქართველო მეორედ მოხვდა EUBC-ის აღმასკომის წევრ ქვეყნებს შორის. ევროპის კრივის ფედერაციის ასამბლეაზე აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.