დავით ვოლკოვმა „ყარაბაღს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა და „ზირას“ ლიდერთან თამაში მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
აზერბაიჯანს ჩემპიონატში დავით ვოლკოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა გათამაშების ლიდერ „ყარაბაღთან“ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა „ზირამ“ 3:2 მოიგო.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 21-ე ტურის დაპირისპირებაში, რომელსაც „ზირამ“ უმასპინძლა, ქართველი ფეხბურთელები თავიდან სათადარიგოთა შორის იყვნენ, მოედანზე ჯერ (66-ე წუთზე) გიორგი პაპუნაშვილი შევიდა, ვოლკოვს კი მხოლოდ მხოლოდ 8 წუთი (82-დან) მიეცა თავის გამოჩენის შანსი.
ანგარიში 2:2 იყო, ვოლკოვმა 90-ე წუთზე თანაგუნდელის გადაცემა მიიღო, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ეს დავით ვოლკოვის მე-8 გოლია.