დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ „პარტიზანთან“ წააგო და კონფერენს ლიგას გამოეთიშა #1TVSPORT
დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ „პარტიზანთან“ წააგო და კონფერენს ლიგას გამოეთიშა #1TVSPORT

დავით ვოლკოვის „საბაჰი“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ბელგრადის „პარტიზანს“ ესტუმრა და, კომფორტული უპირატესობის მიუხედავად, საპასუხო შეხვედრა 0:2 წააგო, შემდეგ კი გათამაშებას პენალტების სერიაში (4:5) გამოეთიშა.

პირველი თამაში ვოლკოვის გუნდმა ბაქოში 2:0 მოიგო და განმეორებით მატჩში ფავორიტად ითვლებოდა. ქართველი თავდამსხმელი ბელგრადში გამართულ მატჩში აზერბაიჯანული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა.

„პარტიზანმა“ განმეორებითი დაპირისპირება კარგად ჩაატარა და ძირითადი დრო 2:0 მოიგო. 30-ე წუთზე ანგარიში სერბული გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა, სალდანიამ გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე ბიბრას ნაჩომ მეორეც გაიტანა და „პარტიზანმა“ ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა.

დამატებით დროში მასპინძლების მოთამაშე კრისტიან ბელიჩი მოედნიდან გააძევეს. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „პარტიზანმა“ შეასრულა.