დავით ვოლკოვი - პანდემიისას გუნდმა უფულოდ არ დაგვტოვა
დავით ვოლკოვი - პანდემიისას გუნდმა უფულოდ არ დაგვტოვა

ზამთარში ერთი აზერებაიჯანული გუნდიდან, „გაბალადან“ „ზირაში“ გადასული დავით ვოლკოვი ამბობს, რომ მოულოდნელად, გუნდს ფინანსური პრობლემები არ შეუქმნია.

„აზერბაიჯანში ჩემპიონატი 21 ივნისს განახლდება. ფინანსური პრობლემები ყველა გუნდს შეეხო. გამონაკლისი არც „ზირა“ იყო, მაგრამ ჩვენ გუნდს გაჭირვებაში არ დავუტოვებივართ და ფინანსური კუთხით პანდემიის დროს უფულოდ არ დავრჩენილვართ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დავით ვოლკოვი.

25 წლის თავდამსხმელმა აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ზამთარში „ზირასთან“ ერთად, ყაზახეთის პრმიერლიგის გუნდი, პავლოდარის „ირტიში“ იწვევდა.

პავლოდარის „ირტიში“, ლამის ორმაგად მეტ ხელფასს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვთქვი. ჯერ იმიტომ, რომ პავლოდარის სტადიონზე ხელოვნურსაფარიანი მოედანია, სადაც თამაში არ მიყვარს. მეორე – გუნდს სულ ფრენები უწევს და არც ეს მიყვარს. საერთოდაც, აქედან წასვლა თავად არ მინდოდა. კარგი გავაკეთე, რომ დავრჩი, თორემ ახლა უგუნდოდ ვიქნებოდი“, – აცხადებს ფეხბურთელი.