დავით უსუფაშვილი – შეხვედრამ დაგვანახა, რომ ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული პრობლემები, რაც ქვეყანას დაემართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით
შეხვედრამ დაგვანახა, რომ ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული პრობლემები, რაც ქვეყანას დაემართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის, ელიზაბეთ რუდის ორგანიზებით გამართული სადილის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არ იყო არანაირი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც შეწყვეტილია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და პრობლემები, რაც ქვეყანას დაემართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. არანაირ კონკრეტულ თემაზე შეთანხმება-შეჯერება არ მომხდარა, მაგრამ ბუნებრივია, იყო აზრთა სხვადასხვაობა. სადილები არის ჩვეულებრივი მოვლენა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ, ეს იყო ერთ-ერთი შეხვედრა ქალბატონი ელიზაბეთ რუდის ინიციატივით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.