დავით უსუფაშვილი რამზან კადიროვს მიმართავს - გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, რუს ხალხსაც, მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს
დავით უსუფაშვილი რამზან კადიროვს მიმართავს - გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, რუს ხალხსაც, მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს

გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, რუს ხალხსაც, მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, – ასე მიმართავს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი რამზან კადიროვს.

„გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც; მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია – ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა, ტირანებთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და, არსად არ გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ“, – წერს უსუფაშვილი „ფეისბუქში“.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ გიორგი გაბუნიას გამოსვლა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოში მიმავალი ყველა გზა უნდა ჩაიკეტოს.