დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნების“ მიკვირს, სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო
დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნების“ მიკვირს, სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო

​„ქართული ოცნების“ მიკვირს, სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

„მგონი, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. „ლელო“ არ აპირებს, ამ სახის თემებს აჰყვეს და გაჰყვეს. ჩვენი ამოცანაა, ამომრჩევლის მობილიზება. ეს განცხადებები ახალი არ არის. „ქართული ოცნების“ მიკვირს, მიხეილ სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, რომ კი, ბატონო, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო? ის ხომ გასამართელებულია და ხელისუფლების ვალია, ყველა გასამართლებული პირი იყოს ციხეში. თუ ამბობს, ჩამოვდივარო, უნდა ჰკითხონ, სად ხარ, ჩამოგიყვანოთ, რომ ციხეში ჩაგსვათო, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა და შემდეგ სხვა პოლიტიკური ამბავი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი