დავით უსუფაშვილი -ხალხი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ არის მოსაშვები
დავით უსუფაშვილი -ხალხი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ არის მოსაშვები

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს აჭარაში მართავს. დღეს ის მთიანი რეგიონების ამომრჩეველს შეხვდა, საღამოს კი, თავისი საარჩევნო პროგრამა მხარდამჭერებს ბათუმის მწერალთა სახლში გააცნო.

„მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მოსახლეობაში სრულიად აშკარაა განწყობა, რომ მოწყინდა ის, რაც ხდება დღეს, მაგრამ არ უნდა, რომ დაბრუნდეს უკან. მარტივად და მკაფიოდ რომ გითხრათ, ქართული ოცნება შესაცვლელია, ნაციონალური მოძრაობა კი არაა მოსაშვები, ამას გვეუბნება ხალხი. ამასობაში კი, პრეზიდენტი გვჭირდება, რომელიც ქვეყანას დააწყნარებს, დაამშვიდებს და აღმშენებლობის რეჟიმზე გადაიყვანს”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა