დავით უსუფაშვილი - ეკა ბესელიამ გაიზიარა ის გადაწყვეტილება, რაც ძალიან ბევრმა დიდი ხნით ადრე გავაკეთეთ
დავით უსუფაშვილი - ეკა ბესელიამ გაიზიარა ის გადაწყვეტილება, რაც ძალიან ბევრმა დიდი ხნით ადრე გავაკეთეთ

ეკა ბესელიამ გაიზიარა ის გადაწყვეტილება, რაც ძალიან ბევრმა დიდი ხნით ადრე გავაკეთეთ, – ასე შეაფასა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მმართველი პარტიის დატოვება.

​„სამწუხაროდ, სახეზეა ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი, რაც განაპირობა 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომამ, როდესც მან პარლამენტში შეიყვანა ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან სრულიად არ ქონდათ კავშირი. ადამიანები, რომლებმაც პარლამენტში გაიცნეს ერთმანეთი. ამ ხალხს არ აერთიანებდა ერთიანი იდეური ხედვა, პროგრამა, მსოფლმხედველობა და ამ ყველაფერმა თავი იჩინა ძალიან მალე. დღეს რაც ხდება, ესაა იმ ქაოსის გამოვლინება, რაც სახელისუფლებო სისტემაშია, სადაც საგნობრივი და საქმიანი მსჯელობა უკვე შეუძლებელია და პრობლემები ზედაპირზე ამოდის.

ეკა ბესელიამ გაიზიარა ის გადაწყვეტილება, რაც ძალიან ბევრმა დიდი ხნით ადრე გავაკეთეთ, გაიზიარა სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება თუ მიდგომა 2015 წელს ლევან მურუსიძის ხელახლა დანიშვნა მოსამართლედ იყო ის ბოლო წვეთი ჩემთვის, პირადად და ბევრისთვის, როდესაც ჩავთვალეთ, რომ სასამართლოში პოლიტიკა არასწორი გზით მიდიოდა. ოთხი წლის შემდეგ, კარგია რომ ბევრი სხვაც ხვდება ამას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ამას მიხვდნენ ისინი, ვინც დარჩა „ოცნებაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.