დავით უსუფაშვილი - დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა ნელი ტემპით, მაგრამ მიყავს უფსკრულისკენ, თუ დაბრუნდნენ ძველები, ისინი უფრო სწრაფად წაიყვანენ უფსკრულისკენ
დავით უსუფაშვილი - დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა ნელი ტემპით, მაგრამ მიყავს უფსკრულისკენ, თუ დაბრუნდნენ ძველები, ისინი უფრო სწრაფად წაიყვანენ უფსკრულისკენ

დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა ნელი ტემპით, მაგრამ მიყავს უფსკრულისკენ, თუ დაბრუნდნენ ძველები, ისინი უფრო სწრაფად წაიყვანენ უფსკრულისკენ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „ომეგა-ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ არასამთავრობოების განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობით, რასაც ვხედავ, შფოთავენ არასამთავრობოებიც, სამთავრობოებიც, მთავრობასთან კავშირში სულ არმყოფი ადამიანებიც. არის ტოტალური შფოთვა იმის გამო, რომ ხელისუფლება ვეღარ ხელისუფლობს და წინა ხელისუფლება ფეხებს იწმენდს, ფეხსაცმელს იწმენდს ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს იქნება კატასტროფა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა დააცურა უფსკრულისკენ და ნელი ტემპით, მაგრამ მიყავს უფსკრულისკენ. თუ დაბრუნდნენ ძველები, ისინი უფრო სწრაფად წაიყვანენ უფსკრულისკენ. საჭიროა უკანსვლის შეფერება, ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი არც რევანშისთვის, რომელიც უფსკრულისკენ უფრო სწრაფად წაიყვანს ქვეყანას და არც „ოცნების“ მხარდაჭერილი, რომელიც ნელა, მაგრამ უფსკრულისკენ სვლას გააგრძელებს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.