დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების გაკეთებულ საქმეებს გააგრძელებს

17:38, 20.10.2018

მარგველაშვილს მძიმე ვითარებაში მოუწია პრეზიდენტობა. მან ბევრი და სწორი რამ გააკეთა, რომ არ შედრკა და  არ გაეთელინა სისტემას, მაგრამ ამასობაში ბევრი ძალა და ენერგია შეალია სწორედ ამ ბრძოლას,- ასე შეაფასა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობა ,,შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ამ ბრძოლის მიზეზად პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის ინაუგურაციიდან 2-3 კვირაში გაჩენილი კონფლიქტი დაასახელა და განაცხადა, რომ მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ყოფილი პრეზიდენტებისგან გაკეთებული საქმეების გაგრძელებას შეეცდება.

„ქართული ანდაზა ამბობს „წინა კაცი უკანასი ხიდიაო” , მე მარგველაშვილის გაკეთებული საქმეების გამრავლებას შევეცდები ისევე, როგორც საქართველოს სხვა პრეზიდენტების- გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის. ყველა მათგანმა ბევრი რამ გააკეთა და ბევრიც შეეშალა. ქვეყანა მაშინ ძლიერდება, როცა სხვის ნაშენებს კი არ ანგრევ და თავიდან იწყებ, არამედ აგრძელებ”,- აცხადებს დავით უსუფაშვილი. მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების პორტრეტების გვერდიგვერდ და თვალსაჩინო ადგილზე გამოფენას გეგმავს.

მსგავსი