დავით თარგამაძემ „სამტრედიაში“ სადებიუტო გოლი გაიტანა
დავით თარგამაძემ „სამტრედიაში“ სადებიუტო გოლი გაიტანა

სანაკრებო პაუზისას ეროვნული ლიგის „სამტრედიამ“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი ლიგა2-ის წარმომადგენელ ზუგდიდის „დინამოსთან“ გამართა და ფრედ დაასრულა.

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, „სამტერდიას“ ტრავმამორჩენილი აზერბაიჯანელი ლეგიონერი ნიჯატ ყურბანოვი მოედანს დაუბრუნდა. მისი გადაცემით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავით თარგამაძემ „სამტრედიას“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, მატჩი კი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

„სამტერდიამ“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კულუა, რუხაია, კაბა, ნადირაძე, ქოჩლაძე, ჩაკვეტაძე, კერძევაძე, კვირკვია, რობაქიძე, ლუკავა, იმნაძე

შეცვლაზე შევიდნენ: სიკაჩი, თოთაძე, კილასონია, დიზი, პავიშიჩი, დაფე, ყურბანოვი, თარგამაძე, ჯგერენაია