დავით სხირტლაძე პოლონეთის „ექსტრაკლასას“ მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

00:49, 24.09.2019

პოლონეთის „ექსტრაკლასას“ (საფეხბურთო ჩემპიონატი) მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დავით სხირტლაძე დაასახელეს. ტურის რჩეული ფეხბურთელები „ექსტრაკლასას“ ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

სხირტლაძემ პოლონეთში კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა – გდინიასარკამ“ გასვლაზე „ლოძი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა, ქართველმა კი დუბლი შეასრულა და დანარჩენი ორი გოლიც მისი მონაწილეობით გავიდა.

„სხირტლაძემ ლოძში კონცერტი ჩაატარა. მისი გოლებითა და კარგი თამაშით გუნდმა გასვლაზე რთული მეტოქე დაამარცხა“, – ასე შეაფასა პოლონურმა გამოცემა gdynia.naszemiasto-მა ქართველის თამაში.

მსგავსი