დავით სერგეენკო - პიროვნებებზე შეხება და მარგინალურ-ფაშისტური განცხადებები ჩემთვის ცალსახად მიუღებელია
დავით სერგეენკო - პიროვნებებზე შეხება და მარგინალურ-ფაშისტური განცხადებები ჩემთვის ცალსახად მიუღებელია

წინასაარჩევნო პროცესში ყოველთვის იწევს ტემპერატურა, მაგრამ პიროვნებებზე შეხება, პროვოკაცია და მარგინალურ-ფაშისტური განცხადებები ჩემთვის ცალსახად მიუღებელია,- ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, პროვოკაციები ნებისმიერი სახით მიუღებელია.

„ყველა უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკა პოლიტიკაა და პიროვნული პიროვნულია“,- განაცხადა მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. სერგეენკოს თქმით, პირად გადაწყვეტილებაში ექიმები თავისუფალნი არიან.

„ის, რომ გადარიცხეს გავიგე, მაგრამ არ მსმენია, რომ მათ ეს ვინმემ აიძულა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.