დავით სერგეენკო - პაატა ბურჭულაძეს თუ პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ნაკლებად მისაღებია მისი გამოსვლა სანქტ-პეტერბურგში
დავით სერგეენკო - პაატა ბურჭულაძეს თუ პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ნაკლებად მისაღებია მისი გამოსვლა სანქტ-პეტერბურგში

პაატა ბურჭულაძეს თუ პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ნაკლებად მისაღების მისი გამოსვლა სანქტ-პეტერბურგში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის კომენტირებისას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო.

„ორი მიმართულება არის – პოლიტიკა და ხელოვნება. ხელოვნების მიმართულებას ვერანაირად ვერ შევაფასებ, ეს თავად ხელოვანის გადასაწყვეტია, რა აუდიტორიის წინაშე იმღერებს. ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თუ მას პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ალბათ ნაკლებად მისაღები იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.