დავით სერგეენკო - ჯიმ რიშის მოსაზრება არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მოსაზრებას
დავით სერგეენკო - ჯიმ რიშის მოსაზრება არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მოსაზრებას

ჯიმ რიშის მოსაზრება არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მოსაზრებას, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ამერიკელი სენატორის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ „საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს“.

„ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯიმ რიშის მოსაზრება არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მოსაზრებას. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ან ეუთო/ოდირი-ს განცხადებაში ხაზგასმულია რამდენიმე საკითხი. კერძოდ ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა კარგად ორგანიზებულად, გამჭვირვალედ. მეორე ის, რომ ყურადღებას იქცევდა და სამწუხაროა რადიკალური დაპირისპირება, ერთგვარი პოლიტიკური მარგინალიზაცია, რასაც ვეთანხმები, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენა ბობოქრობდა. მესამე იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მთლიანობაში, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებმა საქართველოს მოსახლეობის ნება არ ასახა, პირიქით, ეს ხაზგასმულია. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, ამაზე მეტი ინფორმაციაა საჭირო“, – განაცხადა სერგეენკომ.