დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონია | კიკბოქსინგი

ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (KUNLUN World Championship) ასპარეზობდა.

ქართველმა მებრძოლმა დღეს ორი ორთაბრძოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ქამარი კარიერაში მესამედ მოიპოვა  (-70 კგ. წონითი კატეგორია). ფინალურ ორთაბრძოლაში ქირია წარმოშობით მაროკოელ, თუმცა ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე მარუან ტუტოჰის დაუპირისპირდა. ხუთი დაძაბული რაუნდის შემდეგ, გამარჯვებული ქირია გამოვიდა (29-29,28-29, 30-29, 30-27, 30-29). ქართველმა ჩემპიონმა ნახევარფინალში ჩინელი ფენგს ჟინგლი დაამარცხა.