დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის სპორტულ დირექტორად დაინიშნა #1TVSPORT

22:50, 23.11.2024

23 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროპის ძიუდოს კავშირის 76-ე კონგრესზე დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასკომის წევრი გახდა და კომიტეტის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი ორგანოს წევრი გახდა.

მსგავსი