დავით ნინიაშვილისთვის სეზონი დასრულდა - საქართველოს ნაკრების ლიდერს ოპერაცია სჭირდება #1TVSPORT
დავით ნინიაშვილისთვის სეზონი დასრულდა - საქართველოს ნაკრების ლიდერს ოპერაცია სჭირდება #1TVSPORT

ფრანგული „ლიონის“ 20 წლის ქართველმა მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა „ჩელენჯ კაპის“ მერვედფინალში „სტად ფრანსესთან“ (41:24) მატჩში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მატჩის შემდეგ გამოჩნდა, რომ ქართველი მორაგბე ყავარჯნებით გადაადგილდებოდა.

თვიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმის გამო ქართველი უკანახაზელი დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებდა. თუმცა დამატებითი გამოკვლევების შემდეგ ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა – ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა. „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნინიაშვილს ოპერაცია სჭირდება და მიმდინარე სეზონში ის თამაშს ვეღარ შეძლებს.