დავით მუჯირი - უეფა ბათუმის სტადიონის შუალედურ მონიტორინგს 3 აგვისტოს გეგმავს
დავით მუჯირი - უეფა ბათუმის სტადიონის შუალედურ მონიტორინგს 3 აგვისტოს გეგმავს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ბათუმის ახალი სტადიონის შესახებ ილაპრაკა.

„ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ევროპის ლიგაზე 9 აგვისტოს გაირკვევა, თამაში კი 27 აგვისტოს გაიმართება. მატჩი ერთრაუნდიანია და გუნდი ამ მატჩს სახლში გამართავს თუ გასვლაზე, ჯერ უცნობია. ჩვენ შევეცდებით, რომ უეფამ ბათუმის სტადიონი აღიაროს და შესაბამისი კატეგორია ევროთასების წილისყრასა და პირველ თამაშს შორის მიანიჭოს. მაგრამ ჯერ ამის გარანტია არ არის, რადგან პროცედურულად ეს პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა. მათ შორის იმიტომაც, რომ შუალედური მონიტორინგი ფიზიკურად ვერ ხერხდება. სამი მონიტორინგი იყო, მომდევნო 3 აგვისტოს დაიგეგმა“ – ამბობს დავით მუჯირი.

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულებულია და მას მონიტორინგი ფეხბურთის ფედერაციამ ჩაუტარა. ჩანაფიქრის მიხედვით, ბათუმის ახალ სტადიონს აქვს პრეტენზია, რომ უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.