დავით მუჯირი - შევეცდებით, უეფა-მ ევროტურნირების მატჩები საქართველოში გამართოს
დავით მუჯირი - შევეცდებით, უეფა-მ ევროტურნირების მატჩები საქართველოში გამართოს

უეფა-სთან დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ევროტურნირები იყო. ბოლო სეზონის ევროტურნირები განახლდა. 9 აგვისტოს წილისყრა გაიმართება. ქვეყნებს შორის გადაადგილება პრობლემურია. რაუნდი ერთმატჩიანი იქნება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ყველა შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების გარდა, ერთმატჩიანი იქნება და უმაყურებლოდ ჩატარდება“, – ამბობს მუჯირი.

უეფა-ს გეგმის თანახმად, შესაძლოა, ევროთასების მატჩების ნაწილს ნეიტრალურმა ქვეყნებმა უმასპინძლონ: „უეფა-მ გაგვაცნო ალტერნატიული გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ წყვილიდან შეხვედრის მასპინძლობას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, მათ თამაშებს ნეიტრალურ სახელმწიფოებში გადაიტანენ. ასეთი ოთხი ქვეყანაა: კვიპროსი, საბერძნეთი, პოლონეთი და უნგრეთი. ფეხხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გამართავს შეხვედრას ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბების წარმომადგენლებთან და ერთობლივი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მატჩების საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობა მოიპოვოს“.

სფფ-ს გენერალური მდივნის თქმით, მაყურებლის სანაკრებო თამაშებზე დასწრების საკითხი ჯერაც გაურკვეველია: „ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა და გადაწყვეტილებას ქვეყნიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღებენ“.

დატოვე კომენტარი