დავით მუჯირი - ფუტსალის ნაკრებმა ისტორია დაწერა და ქართველი გუშლემატკივარი გაახარა #1TVSPORT
დავით მუჯირი - ფუტსალის ნაკრებმა ისტორია დაწერა და ქართველი გუშლემატკივარი გაახარა #1TVSPORT

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო2022-ის მონაწილეა, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა: 

„ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვულოცავ ჩვენს ფუტსალის ნაკრებს და რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს. ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს და ქართველი გუშლემატკივარი ფინალურ ეტაპზე მოხვედრით გაახარეს. დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ გულშემატკივარი იყო დაშვებული. თავადაც ნახავდით, იმ 1000-მდე ადამიანმა დარბაზში რა მუხტი შექმნა. რა თქმა უნდა, ამან დადებითი ბიძგი მისცა ჩვენს ნაკრებს, იმდენად საკმარისი, რომ დღეს ჩვენმა გუნდმა უშეღავათო ბრძოლაში გაიმარჯვა, რაც ძალიან სასიხარულოა“, – ამბობს დავით მუჯირი.

შეგახსენებთ, რომ ახალ სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 3:2 დაამარცხა და ევრო2022-ის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. გუნდმა გამარჯვება კი 9 აპრილს გადარცვლილი გმირების ხსოვნას მიუძღვნა. ამ მატჩიდან მცირე ხანში გაირკვა, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა რვა საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრა ბოლო ტურამდე, ანუ ვადამდე დაიბევა, რაც ევროფორუმზე გამგზავრების გარანტიაა.