დავით მუჯირი - ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბა პროვოკატორთა ჯგუფი, გულშემატკივარს ჩვენი მხრიდან არავინ დაპირისპირებია
დავით მუჯირი - ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბა პროვოკატორთა ჯგუფი, გულშემატკივარს ჩვენი მხრიდან არავინ დაპირისპირებია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა:

„იყო დიდი შანსი, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო, თუმცა მაკედონიასთან დავმარცხდით. სწორედ ამას ელოდა პროვოკატორთა ჯგუფი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბა. მათ მოქმედებას კომენტარის გარეშე დავტოვებ.

რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს, მას არავინ დაპირისპირებია. მესმის, რომ ქომაგი გულდაწყვეტილია, მაგრამ ვისურვებდი, ერთა ლიგის დარჩენილი ორი მატჩის წინ ნაკრებმა გულშემატკივრისგან მხარდაჭერა იგრძნოს. ჩვენს გუნდს ხომ ჯგუფური ეტაპის მოგებისა და B ლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს“.

დავით მუჯირი მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის ნაკრებიდან წავლასაც გამოეხმაურა:

„ვლადიმირ ვაისმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ცხადია, მანაც ძალიან განიცადა მაკედონიასთან წაგება. მწვრთნელს წასვლა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ამ თვეში საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი ელის და მწვრთნელის წასვლის საკითხს ამ შეხვედრების შემდეგ განვიხილავთ“.