დავით მუჯირი - ეს ერთსულოვნება გვაიმედებს, რომ ელიგას ნორმალურად ჩავატარებთ
დავით მუჯირი - ეს ერთსულოვნება გვაიმედებს, რომ ელიგას ნორმალურად ჩავატარებთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ლევან კობიაშვილმა, დავით მუჯირმა და ალექსანდრე იაშვილმა ფეისბუქ-კონფერენცია გამართეს.

ეროვნული ლიგის განახლების ვადებთან დაკავშირებით, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირიმა ილაპარაკა.

„ყველა ორგანიზაცია გათვლებს ოპტიმისტური პროგნოზებიდან გამომდინარე აკეთებს. ასე იყო უეფას ვიდეოკონფერენციის დროსაც. უეფამ თარიღები 14 აპრილიდან ივნისის დასაწყისამდე, ასევე ყველა შესაძლო სცენარი შემოგვთავაზა. ჩვენც ქართულ კლუბებს შესაძლო სცენარებს ორშაბათისთვის შევთავაზებთ. იქნება ოპტიმისტური სცენარებიც და ისეთ შემთხვევაზე გათვლილიც, თუ ვითარება გაგრძელდება. ჩვენი პლუსია, საქართველოში ევროტურნირის ყველა მონაწილე რომ უკვე გამოვლენილია. ხოლო ქვეყნებში, სადაც „შემოდგომა-გაზაფხულის“ სისტემით თამაშობენ, ჯერ ჩემპიონატები დასამთავრებელია. ქართულ საფეხბურთო სამყაროში არსებული ერთსულოვნება გვაიმედებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართ ყველა ტურნირს ნორმალურ ვითარებაში ჩავატარებთ“ – ამბობს მუჯირი.